ფეხბურთი

16:09 | 8.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" 12 ფეხბურთელით თამაშის გამო სანქციას გადაურჩა

გერმანიის საფეხბურთო ლიგამ (DFL) „ფრაიბურგის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა და შესაბამისად, მიუნხენის „ბაიერნი“ არ დაისჯება.

2 აპრილს, „რეკორდმაისტერმა“ დაახლოებით 30 წამის განმავლობაში „ფრაის“ წინააღმდეგ 12 ფეხბურთელით ითამაშა, რის გამოც „ფრაიბურგმა“ საჩივარი შეიტანა. თუმცა, მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი არა „ბაიერნის“, არამედ მსაჯების ბრალი იყო.

ამრიგად, „ბაიერნი“, რომელმაც ზემოხსენებული თამაში 4:1 მოიგო, 3 ქულას შეინარჩუნებს და არანაირი სანქცია არ დაეკისრება.

0.117289