დინამო თბილისის ლეგენდარულ კაპიტანს ალექსანდრე ჩივაძე 8 აპრილს 67 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით დინამო არენას სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა.
აღნიშნული სივრცე არენის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს. ფაქტის აღსანიშნავად დინამო არენას მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა დინამო თბილისის ფანებმა შეასრულეს. ამასთან ერთად სამხრეთ ტრიბუნის პირველი იარუსის პერიმეტრზე სრულად შეიცვალა მანიშნებლები, მათზე დატანილი QR კოდის დახმარებით კი, დაინტერესებულ პირებს ლეგენდარული კაპიტნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
დინამო არენაზე ალექსანდრე ჩივაძის სტუმრობის ფარგლებში ჩვენი კლუბის ლეგენდარულ კაპიტანს დინამო თბილისის სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა და გუნდის კაპიტანმა გიორგი პაპავამ სიმბოლურად სამ ნომრიანი მაისური და საკაპიტნე გადასცეს.
სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა. დინამო თბილისი ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელების სახელების უკვდავსაყოფად, ამ ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებს.
FCDINAMO.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თურმე ბართომეუს გაუშვია,თამაშები გაუყიდია და ლაპორტა ელისეს მინდვრებზე არ ასვენებს,ვაიმე რა ბრიყვია ეს საცოდავი!სწორედ ლაპორტას დავალებით უწოდეს კანალიზაციის ვირთხა და მასეც არის!ან რად უნდა ეს ბებერი ნაგავი ახალგაზრდა ბიჭების გვერდზე?თუმცა რაში მაინტერესებს,ამ ჩემს ბიძინას,გასხვნიათ პატრონი თავიანთ გავიან-პედრიანად!
29 იანვარი - პსჟ-რეიმსი (ჩემპიონატი)
1 თებერვალი- მონპელიე-პსჟ (ჩემპიონატი)
5 თებერვალი- პსჟ-ტულუზა (ჩემპიონატი)
8 თებერვალი- თასზე 1/8 ფინალი ვიღაცასთან ან სახლი ან გასვლა,ჯერ არ ყოფილა კენჭისყრა და ეგ ვიღაც ძლიერი გუნდიც შეიძლება იყოს უკვე,მაგალითად მარსელი
11 თებერვალი- მონაკო-პსჟ (ჩემპიონატი)
14 თებერვალი- პსჟ-ბაიერნი (ლიგა)
ცუდია ბავარიას წინ მონაკო რომ უწევს გასვლა.არც ისე დიდი ფორა არ აქვს ჩემპიონატში და მონაკოსთან გასვლაზე ტრიო რომ დაასვენოს დიდი ალბათობით წააგებენ
პსჟ-მ დღეს თასზე ითამაშა ეხლა მე-6 დივიზიონის გუნდთან,ისეთი გუნდია რომ არ ვიკიპედია არ ხსნის რა ისტორია აქვს)))ნეიმარი-მბაპე და თითქმის ყველა ათამაშა გალტიემ ლეოს გარდა და 7-0 მოიგეს,მბაპემ 5 შეაგდო.სირცხვილი იყო გალტიეს მხრიდან მაგ გუნდთან მასეთი შემადგენლობის გაყვანა.29 იანვრიდან დაეწყება პსჟ-ს დატვირთული კალენდარი,29 1 5 8 11 რიცხვებში 5 თამაში აქვთ ზედიზედ 3 დღიან შუალედებში ბაიერნის წინ და ასეთი გრაფიკის კვალობაზე მაგ გუნდთან ნეიმარ-მბაპეს დაღლა სისულელე იყო.14-ში ეთამაშებიან ბავარიას და ეგ ყველამ იცის თითქმის
ეხლა დაიწერა რომ ბარსელონა აგორებს ამ ჭორებსო,რადგან უნდათ ბარსაში დაბრუნდესო.მართლა კატალონიურ პრესაში დაიწერა ეს ნიუსი და კატალონიელი ჟურნალისტები აქტიურობენ.თვითონ მესი კი 2024 წლის ზაფხულამდე აპირებს პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებასო.მოკლედ პარიზშიც არ ასვენებს ლაპორტა)))რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ჯერ არ მგონია ლეო რომ ბარსაში დაბრუნდეს, თუ საერთოდ დაბრუნდა ეგეც საკითხავია
ისე თვითონ მესიც ხელს უწყობს მაგ ჭორების აგორებას,თუ რჩება პარიზში გაახანგრძლივოს ბოლო-ბოლო,რაღას წელავს საქმეს.შეთანხმდნენ ბარემ ყველაფერზე და შეუდგეს სეზონს წყნარად.ლიგაა მოსაგები)))
ასეთი ბოღმის ბუკეტები როგორ ხართ. მთლად გამოხმიანა პენომ. მაგას რომ იტყვი სხვის ხარჯზე იგებდა ლიგასო ან მაგარი კვერცხი ხარ ან მაგრად იკვერცხებ თავს.
ეგ არის მალმიოს და შახტარის ლომი, ბოლო წლებში ყველა გრანდმა იმენა ტრ....ში გამოისვა, სხვისი ხელით იგებდა ლიგებს და ყველა ამას ამადლიდა, მსოფლიოც როგორ შეტენეს კი ვნახეთ, პსჟ იმიტომ გადავიდა რომ იქ უკვე ხავი-ინიესტა აღარ ყავდა და ლიგას ვეღარ იგებდა, ეხლა აქ მბაპეს და ნეიმარის იმედზეა
......და ინგლისმა როდის ჩაატაროს მსოფლიო ჩემპიონატი???არასდროს!!!იმედია მალე მომძლავრდებიან ისე რომ,მაგრად ჩაუფურთხებენ შიგ სცენარში,მომდევნო ევროდანვე უნდა დაიწყოს ეგ,მართალია საუთგეიტის იმედზე ვართ,მაგრამ მაგასაც ეშველება!
მოდი და ახლა ვინმემ დაამტკიცოს,რომ ინფანტინო ბლატერზე უარესი არ არის,მთლად გაასაზიზღრა ფეხბურთი!!!
მაგრად თანამშრომლობს კანალიზაციის ვირთხა არაბებთან,საუდელებთან წამგები (მე,რათქმაუნდა არ მჯერა რომ წააგეს) კუანა გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახადა,სამაგიეროდ არაბებმა,აქლემების ქარავანის,ნავთობის ტანკერების და ოქრო-ვერცხლის საპალნეების (ეს ღარიბი არგენტინისთვის) გარდა,მსოფლიო ჩემპიონობაც უყიდეს,თან პირობად დაუდეს მაქ გადასვლა!ეტყობა,მართლა სერიოზულ მიზნად აქვთ დასახული საუდელებს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება,ყატართან დაკავშირებული სკანდალის ფონზე მთლად ნაგლად ვერ მიყიდიან,ამიტომ სერიოზული ლიგა ჭირდებათ,იქ რონალდო,მესი,მერე რამოსიც შეუერთდება და ნელ-ნელა მთელი პენსიონერები მაქ მოიყრიან თავს და გახდება 70-იანი წლების ამერიკის ლიგასავით!
კანალიზაციის ვირთხას როგორც ჩანს რონალდოს მილიონები არ აძლევს მოსვენებას,ღმერთოოო,რა ჩუმჩუმელა და გაიძვერაა.ბარსაში დაბრუნდება არა......უმალ კანალიზაციის საწმენდად წავა ზედმეტი მილიონებისთვის ვიდრე ბარსაში დაბრუნდება!ამ ბრიყვებს კიდე რომ ჯერათ ბარსადან გაუშვესო!
თუ ეს ინფორმაცია მართალია,მაშინ იმედია ბარსაში დაბრუნდება