„ლივერპულისა“ და „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა თავისი კარიერა გაიხსენა და თქვა, რომ კარიერის ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ფეხბურთი სძულდა.
როგორც ინგლისელმა თავდამსხმელმა აღნიშნა, ტრავმის შემდეგ მისი თამაშის სტილი შეიცვალა და კარში დარტყმისაც კი ეშინოდა.
„ჩემი კარიერა მაშინ დასრულდა, როდესაც პირველი სერიოზული ტრავმა მივიღე. თამაშის სტილი შევიცვალე, აღარ ვიყავი ის, ვინც არგენტინასთან გოლი გაიტანა. მანამდე, მეტოქეებს ვატყუებდი, სივრცეებში შევდიოდი, საჯარიმოშიც ვაწვდიდი. ეს მე ვიყავი, მაგრამ ჩემი კარიერის ბოლო 6-7 წლის განმავლობაში სხვანაირი ფეხბურთელი გავხდი. კარში დარტყმა მეშინოდა, როცა საკმარისი სივრცე მქონდა. იმისთვის დავიბადე, რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი.
მე ყველაფერი დავკარგე. იმ 6-7 წლის განმავლობაში მძულდა ფეხბურთი, მოედანზე გავდიოდი და საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი. როგორც ვთქვი კარში დარტყმაც მაშინებდა და ამიტომ, მოედნის იმ ნაწილში ვმოძრაობდი, სადაც მე წესით არც კი უნდა ვყოფილიყავი“, - თქვა ოუენმა.
შეგახსენებთ, მაიკლ ოუენი 1996-2004 წლებში „ლივერპულში“, 2004-2005 წლებში „რეალში“, 2005-2009 წლებში „ნიუკასლში“ 2009-2012 წლებში „მანჩესტერში“ თამაშობდა, ხოლო კარიერა 2013 წელს „სტოკ სიტიში“ დაასრულა. ის ბოლო ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო (2001 წელს).