ჩოგბურთი

0:29 | 8.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

თიმი და ბერეტინი მონტე კარლოს მასტერსს გამოტოვებენ

აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი, ავსტრიელი დომინიკ თიმი, მონტე კარლოს მასტერსის ტურნირზე, რომელიც შემდეგ კვირაში გაიმართება, არ ითამაშებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩოგბურთელი კორონავირუსით დაავადდა.

28 წლის თიმმა (ფოტოზე) ორჯერ მიღწია საფრანგეთის ღია პირველობის ფინალს, ერთხელაც ავსტრალიის ღიას ფინალში ითამაშა. 2020 წელს გაიმარჯვა ფლეშინგ მედოუსზე. ვირუსი მას ესპანეთის მარბელაში, ჩელენჯერის ტურზე თამაშისას შეეყარა, სადაც ATP-ს ტურზე დაბრუნების წინ, მოთელვას გადიოდა.

მაიორკას შარშანდელ ტურნირზე გამოსვლისას, თიმმა მაჯის ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ცხრა თვე გაუცდა. ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თიმმა მარბელაში პირველად ითამაშა და არგენტინელ პედრო კაჩინთან დამარცხდა.

თიმის მსგავსად, მონტე კარლოში ვერც უიმბლდონის ფინალისტი, იტალიელი მატეო ბერეტინი ითამაშებს, ვისაც ასევე მადრიდის და რომის მასტერსის სერიის ტურნირების გამოტოვებაც მოუწევს. ის თავის სათამაშო ხელზე მცირე ოპერაციას იკეთებს.

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი ბერეტინი ამბობს, რომ ექიმების და გუნდის წევრთა რეკორენდაციით, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას არ დააჩქარებს, რათა პრობლემა არ გაუმეორდეს. ის ამბობს, რომ ამ სამი ტურნირიდან, განსაკუთრებით კი რომის მასტერსიდან გამოთიშვა, მისთვის იოლი გადაწყვეტილება არ იყო. თუმცა ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამით იმის გარანტია ექნება, რომ მრავალი წელი შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს.

0.115682