ფეხბურთი

15:51 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: „ხვიჩა მზადაა „ნაპოლიში“ სათამაშოდ“

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, განაცხადა, რომ ბათუმის „დინამოს“ ახალწვეული, ხვიჩა კვარაცხელია, მზადაა იტალიურ „ნაპოლიში“ სათამაშოდ.

„ვფიქრობ, ხვიჩა „ნაპოლიში“ სათამაშოდ მზადაა. მას ყველა თვისება აქვს დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისა. თუ ტრანსფერი შედგა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. „ნაპოლი“ შესანიშნავი გუნდია, ხვიჩას კი თავისუფლად შეუძლია ინსინიეს ადგილი დაიკავოს.

ვფიქრობ, ის თავის თვისებებს: სისწრაფეს, დრიბლინგს, საგოლე გადაცემების ალღოს, სრულად გამოავლენს. ხვიჩა დიდი ტალანტია და შეუძლია დიდი კარიერა შეიქმას. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.“ - უთხრა Championat.com-ს ამჟამად ბრატისლავის „სლოვანის“ 57 წლის დამრიგებელმა, ვაისმა.

0.117038