ფეხბურთი

13:21 | 7.04.2022 | ნანახია 303 - ჯერ

„იუვენტუსს“ რასპადორის შეძენა სურს

„იუვენტუსი“ „სასუოლოს“ თავდამსხმელით, ჯაკომო რასპადორით დაინტერესდა - გვამცნობს Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი, ჯოვანი ალბანეზე.

წყაროს ინფორმაციით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ 22 წლის იტალიელის წარმომადგენლებს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მისით შეტევის ხაზის გაძლიერებას აპირებენ.

მიმდინარე სეზონში „სასუოლოს“ მაისურით რასპადორიმ 31 მატჩში 9 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.143772