ფეხბურთი

10:52 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: „იდეალურები ვიყავით“

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ბაიერნთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0), „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„პროფესიონალიზმი სასიცოცხლოდ აუცილებელია. მაგრამ ფეხბურთი სენტიმენტალურობაც არის. მეამაყება, რომ ამ საღამოს ჩვენი ქომაგები ასე გავაბედნიერეთ. ჩემი გუნდი ძალიან კონკურენტუნარიანია. უკვე მეორე სეზონია ბევრ დადებით შთაბეჭდილებას ვაგროვებთ.

დღეს ფაქტობრივად, იდეალურები ვიყავით. მომავალ კვირას კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ. საკუთარ თავს მეტი მოვთხოვოთ.“ - ციტირებს ემერის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი 12 აპრილს გაიმართება მიუნხენში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128078