ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ჩელსისთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (1:3), მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„დაცვაში კარგად ვითამაშეთ და კონტრშეტევებიც გამოგვივიდა. ვფიქრობ, ჩვენი წარმატება უპირველესად დაცვაში საიმედო თამაშმა განაპირობა. ვინისიუსი და ბენზემა კი შეუდარებელნი იყვენენ.“ - ციტიებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს BT Sport.
შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემამ ამ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.