კალათბურთი

1:42 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინს ჩემპიონთა ლიგაზე ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ თურქულ „თოფაშ ბურსას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 78:77 დაამარცხა.

ესპანური გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ თურქებმა მესამე პერიოდიდან ჩამორჩენის შემცირება დაიწყეს და საბოლოოდ, მხოლოდ ერთი ქულით წააგეს. თუმცა, კანარიელები სერიაში 1:0 დაწინაურდნენ და მთავარი ესაა.

შერმადინი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 23:55 წუთში 17 ქულა 9 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21-ს გაუტოლდა და მხოლოდ სასუ სალინს ჩამორჩა (25).

აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდებს შორის სერიის მეორე მატჩი 12 აპრილს, თურქეთში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062983