სხვა

1:02 | 7.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

კუბა პროფესიონალურ კრივს კარს უღებს

სამოყვარულო კრივში, კუბელ ათლეტებს ბევრი ტიტული აქვთ მოპოვებული, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში, თავისუფლების კუნძულზე არ აღიარებდნენ პროფესიონალურ რინგს - ეს მათს იდეოლოგიას არ შეეფერებოდა. მაგრამ ახლა სხვა დროა, კუბა ცივილიზაციას უბრუნდება, მისი მოკრივეები კი - დიდ კრივს.

გუნდი, სახელწოდბით „დომადორეს დე კუბა“ (კუბელი მომთვინიერებლები) წელს დიდ ტურნეს გეგმავს. ის რამდენიმე პროფესიონალური ლიგის შეჯიბრებში მიიღებს მონაწილეობას. მის საშუალებას იძლევა მექსიკურ კომპანია „გოლდენ რინგ პრომოშენზთან“ გაფორმებული კონტრაქტი.

„ჩვენი მოკრივეები ოლიმპიური ჩემპიონები და პროფესიონალები გახდებიან“, - ამბობს ეროვნული გუნდის მწვრთნელი როლანდო ასებალი. კუბის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ალბერტო პუიგი ამბობს, რომ რამდენიმე კუბელი მოკრივე, პროფესიონალურ პროგრამას მექსიკაში, მაისში დაიწყებს.

კუბელი მოკრივეების პროფესიონალური კარიერის დასაწყისში, ისინი შემოსავლის 80 პროცენტს მიიღებენ, 15 პროცენტი მწვრთნელებს გადაეცემათ, 5 პროცენტი კი მედიკოსთა გუნდს.

„კუბის კრივისთვის ეს იმედის სხივია. ეს კუბელებს ბევრ მოგებას მოუტანს. იმ დროს, როდესაც ქვეყნის ეკონომკა გაპარტახებულია, მოკრივეების გარდა, ამით მათი ოჯახებიც იხეირებენ“, - ამბობს ჰავანას ერთ-ერთი საკრივო დარბაზის მწვრთნელი ალბერტო გონსალესი.

„დომადორეს დე კუბა“ 2014 წელს ჩამოყალიბდა და ის ნახევრად პროფესიონალურ კრივის მსოფლიო სერიის (WSB) შეჯიბრებში ასპარეზობს. 2018 წლის შემდგ, კუბელმა ათლეტებმა ამ სერიაში ხუთჯერ იასპარეზეს და მათგან სამში გაიმარჯვეს.

სამოყვარულო კრივში კუბას 1972 წლის შემდეგ, ოლიმპიურ თამაშებზე 41 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. ბოლო წლებში, სულ უფრო მეტი კუბელი მოკრივე გადადის შეერთებულ შტატებში, სადაც პროფესიონალურ რინგზე გამოსვლის საშუალება აქვთ.

0.167575