კვიპროსის თასის მეოთხედფინალში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ნიქოზიის „აპოელი“ 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ყველაფერი პირველი ტაიმის მიწურულს ამირ ვარდას გოლმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ „აპოელს“ შინ 2:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ კვიპროსში სტუმრად გატანილი გოლის წესი ჯერ კიდევ ძალაშია და თემურ ქეცბაიას გუნდი ამის ხარჯზე გავიდა ნახევარფინალში.
გიორგი ლორია სათადარიგო სკამზე იყო, ის თასის გათამაშებაში როგორც წესი არ თამაშობს და ახლაც ასე იყო. 69-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილს ტრავმები აქვთ.
თუმცა, ამ შეხვედრაში გამოსარჩევი ისაა, რომ „აპოელს“ 4 ფეხბურთელი გაუდგეს. მე-7 წუთზე ლეო ნატელი, 36-ეზე დანილო, 68-ე წუთზე ვინისიუსი, ხოლო 73-ე წუთზე ლუკასი. საგულისხმოა, რომ ოთხივე გაძევებული ფეხბურთელი ბრაზილიელია.
მიუხედავად იმისა, რომ „ანორთოსისს“ მთელი თამაში რიცხობრივი უპირატესობა საგრძნობი ჰქონდა მეტოქეს მხოლოდ 1 გოლი გაუტანა. არადა, 2 აპრილს, ამ გუნდებმა ჩემპიონატშიც ითამაშეს და მაშინ ქეცბაიას გუნდმა უფრო იოლად, 4:1 იმარჯვა.