ფეხბურთი

17:09 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: "ატლეტიკო" 5 მცველით და 5 ნახევარმცველით გვეთამაშა"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა „ატლეტიკოსთან“ მატჩზე (1:0) კომენტარი გააკეთა. როგორც ბელგიელმა ნახევარმცველმა აღნიშნა, მადრიდულმა გუნდმა 5-5-0 სქემით ითამაშა, ამიტომ ძალიან გაუჭირდათ მჭიდრო დაცვითი ზღუდეების გადალახვა.

„პირველი ტაიმი ძალიან რთული იყო, „ატლეტიკო“ მჭიდროდ თამაშობდა, ძალიან ღრმა დაცვაში, ეს მათი თამაშის სტილია. ისინი 5 მცველით და 5 ნახევარმცველით თამაშობდნენ. თითქოს, ვარჯიშზე შეტევა-დაცვაზე ვთამაშობდით. მეორე ტაიმში რამდენიმე მომენტი შევქმენით. ფილმა შესანიშნავი პასი მომცა და უბრალოდ საჭირო იყო იმ მომენტში სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ახლა უნდა დავისვენოთ, რადგან ხუთ დღეში „ლივერპულთან“ მატჩი გვაქვს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია“, - თქვა დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „ატლეტიკო“ კევინ დე ბრუინის გოლით დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა კი ესპანეთში 13 აპრილს გაიმართება.

0.158247