სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:51 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

Corriere Dello Sport: კვარაცხელიას ტრანსფერის დახურვის შემდეგ "ნაპოლი" ძანიოლოს დამატებასაც აპირებს

იტალიური „ნაპოლი“ „რომას“ ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებას ეცდება. როგორც Corriere Dello Sport-ი წერს, აურელიო დე ლაურენტისი, ნიჭიერი იტალიელი შემტევის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს.

წყაროს თანახმად, დე ლაურენტისი ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ ძანიოლოს გუნდში მიყვანას მიზანშეწონილად მიიჩნევს, მაგრამ ის არ იქნება ინსინიეს პირდაპირი შემცვლელი. ლორენცო მხოლოდ მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ხოლო ძანიოლო პირიქით, მარცხენა ფლანგზე აქამდე არასდროს უთამაშია - ან მარჯვნივ, ან ცენტრში თავდამსხმელის უკან.

ამიტომაც, ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერს ხელს არ შეუშლის. უფრო მეტიც, ამავე წერილში Corriere Dello Sport-ი წერს: „კვარაცხელიასა და მატიას ოლივერას ტრანსფერების წარმატებით დახურვის შემდეგ „ნაპოლი“ ბაზარზე ისევ ძალიან აქტიურია.

ნიკოლო ძანიოლოს „რომასთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, მაგრამ მის განახლებას მხარეები არ აპირებენ, რადგან 22 წლის იტალიელ ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოსთან ბოლო დროს ურთიერთობა გაუფუჭდა. ძანიოლოს „ნაპოლის“ გარდა ტურინის „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.130275