ფეხბურთი

14:16 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი პოლონურ გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას კრაკოვის „ვისლაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია პოლონელთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

წიტაიშვილი „ვისლაში“ მიმდინარე წლის 30 ივნისამდე დარჩება. ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გიორგი ბოლოს ოდესის „ჩერნომორეცში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე პოლტავას „ვორსკლასა“ და კიევის „დინამოს“ ღირსებას იცავდა.

საქართველოს ნაკრებში 21 წლის შემტევ ნახევარმცველს 7 მატჩი აქვს ჩატარებული, გოლი კი არ გაუტანია.

კრაკოვის „ვისლა“ პოლონეთის 13-გზის ჩემპიონია, მაგრამ მიმდინარე სეზონში პრობლემები აქვს და 27 ტურის შემდეგ 25 ქულით გასავარდნ ზონაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130623