ფეხბურთი

10:27 | 6.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "პრეისტორიულ ხანაში, დღესაც და 100 000 წლის მერეც ასეთ დაცვასთან თამაში ძალიან რთულია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩზე (1:0) კომენტარი გააკეთა. ესპანელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა მეტოქის დაცვით ფაზაში თამაშს და აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ შეტევა ძალიან რთულია.

„პრეისტორიულ დროში, დღეს და 100 000 წლის შემდეგაც, 5-კაციან ორ ხაზზე შეტევა ძალიან რთულია, უბრალოდ სივრცე არ არის. ეს ყველაფერი მოთმინების საკითხია. შესვენებაზე ვთქვი, რომ კარგად ვთამაშობდით, მშვიდად უნდა ვყოფილიყავით. ისინი თავს ძალიან მჭიდროდ იცავდნენ, პირველ ტაიმში ორი 5-კაციანი ხაზით ითამაშეს, კონტრშეტევებზე კი ოსტატები არიან. ამიტომ, კონცენტრაცია არასდროს უნდა დაკარგო. სამწუხაროა, რომ მატჩის მიწურულს დე ბრუინმა მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ მადრიდში მაინც რთული იქნებოდა“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „ატლეტიკო“ კევინ დე ბრუინის გოლით დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა კი ესპანეთში 13 აპრილს გაიმართება.

0.113194