გერმანიის II ბუნდესლიგის 26-ე ტურში „ჰამბურგმა“ „აუეს“ 4:0 მოუგო და 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა, მაგრამ ძალიან ცოტა - მხოლოდ 11 წუთი.
გიორგი მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და მისი გუნდი 3:0-ს იგებდა. უნდა აღინიშნოს, რომ მცირე დროში ქართველმა ნახევარმცველმა აქტიურობა მოასწრო და გოლთანაც ახლოს იყო. თუმცა, ბოლო წუთზე მისი შორეული დარტყმა „აუეს“ მეკარემ კუთხურზე მოიგერია, სხვათა შორის, ამ მომენტით თამაში დასრულდა კიდეც. მანამდე „ჩაკვე“ საგოლე პასთანაც ძალიან ახლოს იყო, სონი კიტელი მეკარეს შეატოვა, მაგრამ თანაგუნდელმა ვერ გაიტანა.
სტატისტიკის ვებგვერდმა Sofascore-მ გიორგის 7.7 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა 7.3, რაც 11 წუთის კვალობაზე რა თქმა უნდა, გამოსარჩევი შეფასებებია. აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგმა" გერმანიის II ბუნდესლიგაში, სადაც მეოთხე სეზონს ატარებს, აპრილის თვეში პირველი თამაში მოიგო.
„ჰამბურგმა“ ამ გამარჯვებით 45 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს, „კილთან“ გამართავს. ჩაკვეტაძეს გერმანულ გუნდში ჩატარებულ 9 თამაშში 1 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი.