ჩოგბურთი

21:43 | 5.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ბოგოტას ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ბოგოტას ტურნირის 1/16 ფინალში კოლუმბიელი ხულიანა მონროი ადვილად, 6:0, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

გორგოძე ორივე სეტში დიდ უპირატესობას ფლობდა და მეტოქის ძლევას საათზე ოდნავ მეტი მოანდომა. ეკო WTA-ს რეიტინგში 120-ე საფეხურზეა, ხოლო კოლუმბიელი 683-ზე, ამიტომაც, მისი გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა.

გორგოძე მერვედფინალში ბრაზილიელ ლაურა პოგოსის გაეჯიბრება. გარდა ამისა, ის წყვილთა თანრიგში იასპარეზებს, ირინა ბარასთან ერთად.

0.115859