რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ ყიდის, მაგრამ თურქული კლუბის, „გიოზთეპეს“ შეიძენს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.
„8 წლის შემდეგ მომიწია კლუბის დათმობა, რომელიც სიცოცხლესავით მიყვარს. თუმცა, თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგან კარგ ხელში ვტოვებ“, - თქვა თურქული კლუბის ყოფილმა მფლობელმა მეჰმედ სეპილმა, რომელსაც აბრამოვიჩთან წლების მეგობრობა აკავშირებს.
„გიოზთეპე“ ცუდ სეზონს ატარებს და თურქეთის სუპერლიგაში 31 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-18 ადგილზე, გასავარდნ ზონაშია.