ფეხბურთი

19:21 | 5.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "მბაპე "რეალში" თუ გადმოვა, ორივე ერთად სამჯერ მეტ გოლს გავიტანთ"

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ კილიან მბაპეს „რეალში“ შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ძალიან სურს, მასთან ერთად კლუბშიც ითამაშოს. ბენზემა დარწმუნებულია, რომ „რეალის“ გოლების რაოდენობა მბაპეს ტრანსფერით გასსამაგდება.

„ზუსტად ვაანალიზებ ყველა თამაშს, რომ ვიცოდე როგორ შემეძლო შეტევის დასრულება სხვადასხვა სიტუაციებში. მბაპეს მოედანზე კარგად ვუგებ, რადგან ორივემ ვიცით, რას გავაკეთებთ. მაგალითად, მოგვწონს, რომ ორივე მარცხენა ფლანგზე ვიწევთ, მაგრამ იქ ორივე ერთად არასდროს აღმოვჩნდებით, ერთი ფლანგზე იქნება, მეორე ცენტრში.

მბაპე შეიძლება იყოს „რეალის“ მესამე შემტევი ჩემთან და ვინისიუსთან ერთად? დიახ, ამას ხშირად ვამბობ. მომწონს მასთან ერთად საფრანგეთის ნაკრებში თამაში და ვისურვებდი, რომ კლუბშიც ერთად ვითამაშოთ. ჩვენ ერთად ორჯერ მეტს გოლს გავიტანთ, შეიძლება, სამჯერ მეტსაც“, - თქვა ბენზემამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118135