მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, დღეს, 5 აპრილს, ლონდონში ვერ გაფრინდა, სადაც „სამეფო კლუბი“ „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის სათამაშოდ გაემგზავრა.
62 წლის ანჩელოტის კორონავირუსი დაუდგინდა და ბოლო დღეებში გუნდთან ერთად არ იყო. გუშინ მას კიდევ ერთი ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც კვლავ დადებითი შედეგი აჩვენა.“ - წერს Marca.
„რეალმა“ იტალიელი სპეციალისტის გარეშე ერთი შეხვედრა უკვე ჩაატარა. პრიმერას 30-ე ტურში სტუმრად „სელტა“ დაამარცხა (1:2), 69 ქულა მოაგროვა და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს გათამაშების ცხრილს.
„ჩელსი“ – „რეალის“ მატჩი ხვალ, 6 აპრილს გაიმართება ლონდონში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.