ფეხბურთი

14:51 | 5.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუნიმ ვან გაალს თანადგომა გამოუცხადა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი „დერბი ქაუნთის“ მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ, ნიდერლანდელ სპეციალისტს, ლუი ვან გაალს, სოციალურ ქსელში თანადგომა გამოუცხადა.

„ძალიან მეწყინა ვან გაალის ავადმყოფობის ამბავი. სწრაფად გამოჯანმრთელებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მას. გამოჯანმრთელდით ბოს!“ - წერს რუნი.

70 წლის ვან გაალმა, გასულ კვირას, ნიდერლადური ტელევიზიის ერთ-ერთ შოუში განაცხადა, რომ პროსტატის კიბოს ებრძვის და 25 პროცედურა უკვა გაიარა.

რუნი ვან გაალთან ერთად 2014-16 წლებში მუშაობდა, როცა ნიდერლანდელი „მანჩესტერ იუნაიტედს“ წვრთნიდა.

0.115952