ფეხბურთი

13:50 | 5.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ შოუს კონტრაქტს 2026 წლამდე გაუხანგრძლივებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მცველ ლუკ შოუსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და კლუბის ხელმძღავნელებს შორის მოლაპარაკება თითქმის დამთავრებულია და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება.

შოუ „მანჩესტერში“ 2014 წლის ივლისიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან კლუბის მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114248