ფეხბურთი

12:23 | 5.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიბალას მომავალი სავარაუდო კლუბები - „ინტერი“ ან პსჟ

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ, რომელიც ამ ზაფხულს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, გაარკვია თუ რომელ კლუბებში სურს თამაში - გვამცნობს ტვიტერში ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, 28 წლის არგენტინელი ორ კლუბს, მილანის „ინტერსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის აირჩევს. დიბალას წარმომადგენლები ორივე კლუბის ხელმძღვანელებს ვიდეოკავშირის საშუალებით ესაუბრნენ.

დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს.

0.111363