ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ, მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ჟურნალისტებს გაუმხილა რა მოსწონს ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტის“ თამაშში.
„ყველაზე მეტად „სიტის“ თამაშში ის მომწონს, თუ როგორი მონდომებით ცდილობენ მისი ფეხბურთელები ბურთის დაბრუნებას. ყველაზე შთამბეჭდავები კი სტერლინგი და დე ბრუინი არიან. საოცარია, როგორ დარბიან და ერთვებიან პრესინგში. არასოდეს ფიქრობენ, რომ ბურთი დაკარგულია. ასეთი მიდგომა ყველა მწვრთნელის ოცნებაა.
„სიტის“ განსაკუთრებული ფეხბურთლები ჰყავს. ოსტატობით ისინი ჩემებს სჯობიან. სწორედ არიან ისინი და „ბაიერნი“ ტურნირის მთავარი ფავორიტები. თუმცა, შარშან „ჩელსიმ“ გაიმარჯვა, რადგან გუნდურად აჯობა ყველას.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ განსხვავდება „სიტისგან,“ უფრო სწორხაზოვნად და სწრაფად თამაშობს. „სიტი“ პოზიციურად მოქმედებს და ყველა რგოლში შესანიშნავად ალაგებს თამაშს.“- ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური
„სიტი“ – „ატლეტიკოს“ მატჩი დღეს, 5 აპრილს გაიმართება მანჩესტერში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.