ნიქოზიის „აპოელის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ერთი თვე ვერ ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ მატჩში მიიღო და მოედანი საკაცით მე-19 წუთზე დატოვა.
როგორც გაირკვა, ქართველ ფორვარდს მოტეხილობა აღენიშნება და ნიქოზიურ კლუბს სეზონის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში გამოაკლდა.
ქვილითაია ძალიან კარგ ფორმაში იყო და მიმდინარე სეზონში მან 25 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.