ფეხბურთი

20:32 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" განცხადება: "კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას"

გია ცეცაძეს ქუთაისის "ტორპედოდან" წასვლა სურს, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა ჯერ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ცეცაძემ მათ გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, მაგრამ "ტორპედო" ჯერ მის დაკმაყოფილებას არ ჩქარობს.

ვადასტურებთ, რომ დღეს მივიღეთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ცხელ გულზე გაუმართლებელი და მიზანშეუწონელია. კლუბში შექმნილი ვითარება საჭიროებს დეტალურ განხილვას და რიგი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას. ამდენად, კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს გია ცეცაძის განცხადების დაკმაყოფილებას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს გადაწყვეტილების მიღებას, კლუბში შექმნილი ვითარების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელსა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. იმერულ გუნდს მიმდინარე სეზონში 3 ქულა აქვს მოპოვებული და აუტსაიდერთა რიგებშია.

0.11394