ფეხბურთი

15:59 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან ჩემს მომავალზე ჯერ არ მისაუბრია"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან თავის მომავალზე ჯერ არ უსაუბრია. ის ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ორივე მხარემ სიტუაცია უნდა გაანალიზოს.

„პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს. ჩემი მომავლის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობასთან ჯერ არ მისაუბრია. ვფიქრობ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გავაანალიზოთ და განვიხილოთ სიტუაცია“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ს ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, რის გამოც დიდი შანსია, რომ არგენტინელი სპეციალისტი სეზონის ბოლოს დაითხოვონ.

0.121236