კატალონიის „ბარსელონა“ მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის გადაბირების იმედს არ კარგავს და ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
როგორც Sky Sports-ი იტყობინება, ესპანელებმა „ბაიერნს“ პოლონელი ფორვარდის ტრანსფერის ფარგლებში ამერიკელი მცველი, სერჯინო დესტი შესთავაზეს. ნიშანდობლივია, რომ ლევანდოვსკის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მხარეები მის განახლებაზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნს“ 2014 წლის ზაფხულში მიუნხენის „ბაიერნიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მას შემდეგ 367 მატჩში 339 გოლი გაიტანა.