ფეხბურთი

14:40 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაბიო: "მატჩის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა, 11-12-ზე თამაში ძნელია"

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ მთავარი მსაჯი მასიმილიანო ირატი გააკრიტიკა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, მათ 12 ადამიანის წინააღმდეგ ითამაშეს და რა თქმა უნდა, მსაჯი იგულისხმა.

„კმაყოფილი ვარ ჩემი და გუნდის თამაშით. შესანიშნავად ვითამაშეთ, ისე, როგორც მწვრთნელმა გვთხოვა, სამწუხაროდ გოლი დაგვაკლდა. დღეს მხოლოდ გოლი დაგვაკლდა. პენალტის დროს შეცდომა დავუშვით, ასე იყო „ვილიარეალთანაც“. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, რომელიც ამ სეზონში ჩავატარეთ, ისევე, როგორც „ვილიარეალთან“ მე-80 წუთამდე.

ორჯერ ბურთი ძელს მოვარტყით და ჩვენს სასარგებლოდ პენალტიც იყო. მატჩის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა, ზაკარიაზე წესის დარღვევა საჯარიმოში იყო, ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რომელმაც თამაში შეცვალა“, - თქვა რაბიომ, რომელმაც სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზეც დაწერა: „კარგად ვითამაშეთ და წაგება დასანანია, მაგრამ რთულია 11-12-ის წინააღმდეგ თამაში“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 59 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და საჩემპიონო რბოლას უკვე შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ ჩამოშორდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უახლოეს მდევარ „რომას“ 5 ქულით უსწრებს.

0.121901