კალათბურთი

10:22 | 4.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძემ 8 წუთი შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ტრავმა მიიღო

გოგა ბითაძის „ინდიანამ“ NBA-ში ზედიზედ მეშვიდე თამაში წააგო, ქართველმა კალათბურთელმა კი ტრავმა მიიღო. ინდიანაპოლისელებმა საკუთარ მოედანზე „დეტროიტ პისტონსთან“ დაძაბულ ბრძოლაში 117:121 წააგეს.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ პირველი ნახევარში დაშავდა და დიდი შესვენების შემდეგ პარკეტზე არ გამოჩენილა. გოგამ მთლიანობაში 8:35 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 6 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და თამაში 100%-იანი შედეგით დაასრულა.

„პეისერსში“ საუკეთესო ოშეა ბრისეტი იყო, რომელმაც 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო „დეტროიტში“ სადიქ ბეი 31 ქულით გამოირჩა.

„ინდიანა პეისერსი“ 25 მოგებით და 54 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 აპრილს, შინ „ფილადელფიასთან“ ჩაატარებს.

0.114113