კალათბურთი

23:15 | 3.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება "რეალთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას 27-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და მრისხანე მეტოქე 72:59 დაამარცხა.

მატჩის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც კანარიელებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს (31:16) და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.

გიორგი შერმადინმა 15:52 წუთში 11 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14-ს გაუტოლდა. საუკეთესო ბრუნო ფიტიპალდო იყო, რომელმაც 25 წუთში 14 ქულა, 9 პასი და 4 მოხსნა დააგროვა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

„ლენოვო ტენერიფე“ 16 მოგებით და 10 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 აპრილს, „ბრეოგანს“ უმასპინძლებს.

0.124731