ანტალიის გრანდ სლემზე ლუკა მაისურაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა წააგო.
90 კგ წონით კატეგორიაში მაისურაძემ თურქი ომერ აიდინი, ყაზახი იერსულტან მუზაპაროვი, ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი და ნიდერლანდელი იესპერ სმინკი დაამარცხა. ფინალში ლუკას მეტოქე კუბელი ივან სილვა მორალესი იყო და ოქროს ქულით მარცხი განიცადა.
საქართველოს მონაგარი ანტალიის გრანდ სლემზე ამ დროისთვის 3 მედალია: 1 ოქრო (გიორგი ტერაშვილი) და 2 ვერცხლი (ლუხუმ ჩხვიმიანი, ლუკა მაისურაძე).