ფეხბურთი

16:56 | 3.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: "ველოდები, რომ აზარი და ლუკაკუ ზაფხულში კლუბებს შეიცვლიან"

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა განაცხადა, რომ ზაფხულში რომელუ ლუკაკუმ და ედენ აზარმა კლუბები უნდა შეიცვალონ.

ბელგიის ნაკრების ლიდერებს „ჩელსისა“ და „რეალში“ წარმატებული სეზონი აქვთ, რაც როგორც ჩანს, ესპანელი სპეციალისტისთვის საფიქრალს წარმოადგენს. ის იმედოვნებს, რომ ორივე მათგანი მსოფლიოს ჩემპიონატს უკეთეს ვითარებაში შეხვდება.

„მხოლოდ ზაფხულის შემდეგ შევაფასებ ფეხბურთელების სიტუაციებსა და პირობებს. მუნდიალამდე კიდევ შვიდი თვეა დარჩენილი, მაგრამ ზაფხულში ველოდები, რომ რამდენიმე მოთამაშე კლუბს შეიცვლის და სექტემბერში ისინი განსხვავებულ ვითარებაში იქნებიან, ვიდრე ახლა არიან, განსაკუთრებით ლუკაკუსა და აზარს ვგულისხმობ“, - თქვა მარტინესმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112106