ფეხბურთი

23:08 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ - ლიდერი რამდენიმე წუთით

„ჩვენ აღარ გავიწევით, აღარ გავიწევით!“ - ღრიალებდნენ „ლივერპულის“ ქომაგები „ენფილდზე,“ მერსისაიდელთა „უოტფორდთან“ გამარჯვების შემდეგ (2:0). ამ მოგების კვალად „წითლები“ რამდენიმე საათით, დეკემბრის შემდეგ პირველად მოექცნენ პრემიერლიგის ცხრილის სათავეში.

ცხადია, ასეთი აზრი დღეისთვის ილუზორულია, მაგრამ იმპულსი, რომელიც ლივერპულელებმა შაბათს შუა დღისას მიიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია.

თავიდან სტუმრები ყოჩაღად იდგნენ. მაგრამ 22-ე წუთზე ჯო გომესის გადაცემას დიოგუ ჟოტას გოლი მოჰვა და ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა თვალსაჩინიო გახდა. ბოლოსკენ, იმავე ჟოტას წაქცევისვის დანიშნული პენალტი ფაბინიომ ზუსტრად დაარტყა და „ლივერპულმა“ საჭირო სამი ქულა მოიპოვა.

„სიტიმ“ ოდნავ მოგვიანებით დაიწყო თავისი მატჩი, ასეთივე ანგარიშით (0:2) სტუმრად დაამარცხა „ბარნლი“ და პირველ საფეხურზე დაბრუნდა. „ბარნლი“ კი ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და სასწაული უნდა მოხდეს ელიტაში რომ დარჩეს.

ანგარიში მე-5 წუთზე კევინ დე ბრუინმა გახსნა, 25-ზე კი იკლაი გიუნდოგანმა მეორედ აიღო მასპინძელთა კარი. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემებით რაჰიმ სტერლინგი გამოირჩა.

“ჩელსიმ“ ქომაგებს იმედი გაუცრუა. პრემიერლიგის ახალწვეულ „ბრენტფორდთან“ უშანსოდ დამარცხდა.

სანაკრებო პაუზის წინ, ტომას ტუხელის გუნდმა ყველა შეჯიბრის გათვალისწინებით, ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო. ეტყობა შესვენებამ „არისტოკრტებზე“ ცუდად იმოქმედა. ყოველ შემთხვევაში, შაბათს ისინი საკუთრ თავს არ ჰგავდნენ.

„ფუტკრებმა“ კი გაილაღეს. დაბრუნების შემდეგ პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა კრისტიან ერიკსენმა. დუბლი მიითვალა ვიტალი იანელტმა. ერთიც შეცვლაზე შესულმა იოან ვისამ შეაგდო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ „მანჩესტერ“ – „ლესტერის“ ბოლო სამი დაპირისპირება „მელიებმა“ მოიგეს, ფრე ცუდი შედეგი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ „იუნაიტედი“ ამჯერადაც აგებდა. ლესტერშირელები კელეჩი იჰეანაჩოს გოლით დაწინაურდნენ. ფრედმა მალევე გაათანაბრა პენალტით, მაგრამ სტუმრები მაინც უკეთესები იყვნენ და რომა არა მასპინძელთა მეკარის, დავიდ დე ხეას მოხერხებულობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. საბოლოოდ - 1:1.

ინგლისი

პრემიერლიგა

31-ე ტური. 2 აპრილი

ლივერპული - უოტფორდი 2:0

ლივერპული. „ენფილდი“

1:0 ჟოტა (22), 2:0 ფაბინიო (89 პენ)

ლივერპული: ალისონი, გომესი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, ჯონსი (ფაბინიო 62), ჰენდერსონი, ალკანტარა (მილნერი 90), ჟოტა, ფირმინო, სალაჰი (მანე 69)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

უოტფორდი: ფოსტერი, კამარა, სამირი, კაბასელე, ფემენია, სისოკო, ლუზა (კლევერლი 78), კუცკა, ერნანდესი (დენისი 78), პედრო (კინგი 78), სარი

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: გომესი (45+1); ერნანდესი (59)

ბარნლი - სიტი 0:2

ბარნლი. „ტერფ მური“

0:1 დე ბრუინი (5), 0:2 გიუნდოგანი (25)

ბარნლი: პოული, ტეილორი, ტარკოვსკი, ლონგი, რობერტსი, ბრაუნჰილი, ვესტვუდი, კორკი (როდრიგესი 71), ლენონი, მაკნილი (კორნე 46), ვეგჰორსტი (ბარნსი 81)

მწვრთნელი: შონ დაიჩი

სიტი: ედერსონი, უოკერი, კანსელუ, ლაპორტი, აკე, გიუნდოგანი, როდრი, დე ბრუინი (ბერნარდუ სილვა 78), გრილიში, ფოდენი (ჟეზუსი 64), სტერლინგი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: ვეგჰორსტი (13)

ჩელსი - ბრენტფორდი 1:4

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

1:0 რუდუგერი (48), 1:1 იანელტი (50), 1:2 ერიკსენი (54), 1:3 იანელტი (60), 1:4 ვისა (87)

ჩელსი: მენდი, ალონსო (ჯეიმსი 55), ტიაგუ სილვა, რუდიგერი, ასპილიკუეტა, ლოფტუს-ჩიკი, კანტე (ლუკაკუ 65), მაუნტი, ვერნერი (კოვაჩიჩი 64), ზიეში, ჰავერცი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

ბრენტფორდი: რაია, ჰენრი (კანიოსი88), პინოკი, იანსონი, აიერი, რასმუსენი, ერიკსენი, ნერგორი, იანელტი (იენსენი 82), მბეუმო (ვისა 86), ტოუნი

მწვრთნელი: ტომას ფრანკი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება არ ყოფილა

მანჩესტერი - ლესტერი 1:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“

0:1 იჰეანაჩო (63), 1:1 ფრედი (66)

მანჩესტერი: დე ხეა, მაგუაირი, ვარანი, დალოტი, შოუ (ტელესი 46), პოგბა (მატიჩი 75), ფრედი, სანჩო, ელანგა, მაკტომინეი (რაშფორდი 55), ფერნანდეში

მწვრთნელი: რალფ რანგნიკი

ლესტერი: შმეიხელი, ჯასთინი, ევანსი (ამარტი 64), ფოფანა, კასტანი, ტილემანსი, მენდი (ჩუდჰური 90+1), დიუსბერი-ჰოლი, მედისონი, ბარნსი, იჰეანაჩო (დაკა 90+2)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: შოუ (5), მაკტომინეი (49); ფოფანა (16), ტილემანსი (30)

ბრაიტონი - ნორვიჩი 0:0

ვულვერჰემპტონი - ასტონ ვილა 2:1

1:0 კასტრო (7), 2:0 იანგი (36 საკ. კარში), 2:1 უოტკინსი (86 პენ)

ლიდსი - საუთჰემპტონი 1:1

1:0 ჰარისონი (29), 1:1 უორდ-პროუსი (49)

0.158284