კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-6 ტურში, ბათუმის „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა. ვლადიმერ მამუჩაშვილის 33-ე წუთზე გატანილი პენალტის წყალობით, 1:0 დაამარცხა და 13 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს.
ამ მატჩის 46-ე წუთზე ერთი ღირსშესანიშნავი რამ მოხდა - ბათუმელთა შემადგენლობაში გიორგი ფანცულაიას ნაცვლად, მინდორზე საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ დატოვა ყაზანის „რუბინი“ და ზღვისპირელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ხვიჩამ გუნდთან ერთად პირველად გუშინ, 1 აპრილის ივარჯიშა და ცხადია, ბევრს ვერ მოვთხოვდით. საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თამაშში, კარშიც დაარტყა, ზუსტი პასიც გამოუვიდა და წაკინკლავებაც მოასწრო, როცა ფეხში მტკივნეულად მოარტყეს.





