ავტოსპორტი

19:38 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ მანქანის ძირის ახალ ვერსიაზე მუშაობს

„ფერარიმ“ ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო - ერთი მოგებული რბოლა და ორი მეორე ადგილი, ლიდერობა კონსტრუქტორთა და პილოტების ჩემპიონატებში. მარანელოელები ამაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებდნენ. მითუმეტეს, რამდენიმე ჩაგდებული სეზონის შემდეგ.

მაგრამ ისინი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ. მათი მანქანა (F1-75) კონკურენტუნარიანი კი არის, მაგრამ განვითარება აუცილებლად სჭირდება. მითუმეტეს, ხტუნვის ეფექტი მასაც აქვს.

გუნდის ინჟინრები ეძებენ გზებს, რომლებიც ამ ეფექტის მინიმუმამდე დაყვანაში დაეხმარება. მათ მანქანის ძირის უკანა ნაწილის და უკანა საკიდარის გადაკეთება აქვთ გადაწყვეტილი.

ჭარბი ჩაჭიდების ძალის შესამცირებლად, „ფერარიმ“ თავიდანვე აქცენტი გააკეთა აწეულ საკიდარსზე, რაც ამცირებს ჩაჭიდების ძალას აუარესებს აეროდინამიკას. ეს არის კომპრომისი იმისათვის, რომ ხტუნვის ეფექტი შემცირდეს. სწორედ ჩაჭიდების ძალის შემცირება იწვევს ხტუნვის ეფექტის დაკნინებას.

ამჟამად გუნდის ინჟინრები, მანქანის ძირის ახალ ვერსიაზე მუშაობენ, რამაც მათ საკიდარის დაწევის საშუალება უნდა მისცეს. ასევე შემსუბუქდება უკან ანტიფრთაზე ზეწოლა და გაუმჯობესდება მანქანის აეროდინამიკური ეფექტურობა. ამასთან, ამ ყველაფერმა არ უნდა გამოიწვიოს ხტუნვის ეფექტის გაძლიერება.

როდის გამოიყენებენ განახლებებს, „ფერარი“ ამაზე ჯერ არაფერს ამბობს.

თეგებიფერარიF1-75
0.122559