ანტალიის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს გიორგი ტერაშვილი ოქროს მედალს დაეუფლა. მან ხუთი შეხვედრა მოიგო და პირველობა არავის დაუთმო.
73 კგ წონით კატეგორიაში ტერაშვილმა ფილიპინების სახელით მოასპარეზე კეისეი ნაკანო, მონღოლი, ანჟაია ლავიარგალი, ისრაელის წარმომადგენელი იდო ლევინი და ყაზახი ჟანსაი სმაგულოვი დაამარცხა. ფინალში გიორგი იტალიელ მანუელ ლომბარდოს დაუპირისპირდა, რომელსაც იპონით აჯობა და მიმდინარე გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი შერაზადიშვილმა უკრაინელი სერგეი კრივჩაჩი და აზერბაიჯანელი მურად ფატიევი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ფრანგ უმარ ჯალოსთან იპონით წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, ანტალიის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ვერცხლის მედალს ლუხუმ ჩხვიმიანი დაეუფლა, ხოლო ბოლო საშეჯიბრო დღეს, 3 აპრილს, ტატამიზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ), გიორგი ბერიაშვილი (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გავლენ.