ჭიდაობა

17:59 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

შმაგი და გელა ბოლქვაძეები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

ბუდაპეშტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს კიდევ 5 ქართველი მოჭიდავე ჩაერთო ასპარეზობაში, რომელთაგან ორმა-შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) და გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ნახევარფინალში გააღწიეს.

შმაგი ბოლქვაძე ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ ულვი განიზადეს შეხვდება, ხოლო გელა ბოლქვაძის მეტოქე ნახევარფინალში გერმანელი პასკალ ეისელე იქნება. ნახევარფინალური შეხვედრები 18:45-დან დაიწყება.

0.124697