ძიუდო

15:34 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ტერაშვილი ანტალიის გრანდ სლემის ფინალშია

ანტალიის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ფინალში იასპარეზებს გიორგი ტერაშვილი, რომელმაც ოთხი შეხვედრა მოიგო და ოქროს მედლამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებს.

73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ტერაშვილმა ფილიპინების სახელით მოასპარეზე კეისეი ნაკანო, მონღოლი, ანჟაია ლავიარგალი, ისრაელის წარმომადგენელი იდო ლევინი და ყაზახი ჟანსაი სმაგულოვი დაამარცხა. ფინალში გიორგი იტალიელ მანუელ ლომბარდოს დაუპირისპირდება.

81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი შერაზადიშვილმა უკრაინელი სერგეი კრივჩაჩი და აზერბაიჯანელი მურად ფატიევი დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ფრანგ უმარ ჯალოსთან იპონით წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეგახსენებთ, ანტალიის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ვერცხლის მედალს ლუხუმ ჩხვიმიანი დაეუფლა, ხოლო ბოლო საშეჯიბრო დღეს, 3 აპრილს, ტატამიზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ), გიორგი ბერიაშვილი (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გავლენ.

0.11774