ფეხბურთი

14:16 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ჩვენ "მანჩესტერ სიტისა" და პსჟ-ს წინააღმდეგ ვიბრძვით, არ შეიძლება ამ კლუბებმა გვმართონ"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის, არ გამორიცხა ლიონელ მესის დაბრუნება, მაგრამ სამაგიეროდ, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი პრაქტიკულად შეუძლებლად მიაჩნია.

ლაპორტამ ასევე ისაუბრა სუპერლიგის აუცილებლობაზე და არ დამალა, რომ ისინი „მანჩესტერ სიტისა“ და პსჟ-ს წინააღმდეგ იბრძვიან.

„ერთ მშვენიერ დღეს მესიმ რომ დამირეკოს და მითხრას, „ბარსაში“ დაბრუნება სურს? მეც ვუპასუხებ: „მოდი, ლეო, ვისაუბროთ!“ უფრო ბედნიერი ვიქნები. დემბელე? მან იცის, რომ ჩვენ გვიყვარს. ჩავიმ მოახერხა იმ წერტილის პოვნა და ფეხბურთელთან მუშაობა დაიწყო. ჩვენ მისით ვამაყობთ. დემბელეს კონტრაქტი იწურება, მაგრამ ვიცი, რომ „ბარსაში“ თავს კომფორტულად გრძნობს. გარდა ამისა, ის ობამეიანგის მოსვლამ გაახარა. ჩვენ არ გვექნება პრობლემა თავის აგენტთან საუბრისას.

ჰოლანდის შემთხვევაში ძალიან მკაფიო პოზიცია მაქვს. მე კლუბის ინსტიტუციას და წესებს, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებზე მაღლა ვაყენებ. ჩვენ არ განვახორციელებთ ტრანსფერებს, რომლებიც შეცვლიან სახელფასო სისტემას. გვინდა, გუნდი ინდივიდებზე მაღლა დავაყენოთ.

სუპერლიგის პროექტი გრძელდება და წინსვლას აგრძელებს. მას ფლორენტინო პერესთან ერთად ვუწევთ პოპულარიზაციას, რომელთანაც ხშირად ვსაუბრობ. ეს არის გზა ევროპული ფეხბურთის გადასარჩენად. გასაგებია, რომ ის გარკვეულ ჩარჩოებში უნდა ჩავსვათ, მაგრამ ეს ჩვენთვის აუცილებელია. არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ევროპული ფეხბურთი იყოს ისეთი სახელმწიფოების ხელში, რომელიც ევროკავშირის წევრები არ არიან. ნათელია, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და პსჟ-ს ფულის გამომუშავების მანქანა აქვთ და ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. მარტოებიც არ ვარ, სხვა კლუბებიც მხარს გვიჭერენ. "ბარსა", "რეალი" და "იუვენტუსი" ფეხბურთის ისტორიას წარმოადგენენ, პსჟ და "სიტი" კი ფულის მანქანები არიან“, - თქვა ლაპორტამ.

0.120099