ფეხბურთი

13:40 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი კატარი-ეკვადორის მატჩით არ გაიხსნება

მსოფლიოს ჩემპიონატზე გახსნით მატჩში, როგორც წესი ბოლო დროს მასპინძელი თამაშობდა, მანამდე კი მოქმედი ჩემპიონი. თუმცა, კატარში გასამართი მუნდიალი გამონაკლისი იქნება.

აქამდე ცნობილი იყო, რომ პლანეტის ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრო კატარისა და ეკვადორის თამაშით გაიხსნებოდა, მაგრამ ასე არ იქნება. ტურნირი სტარტს ამავე ჯგუფის მეორე დაპირისპირებით აიღებს, რომელშიც სენეგალისა და ნიდერლანდების ნაკრებები დაუპირისპირდებიან (21 ნოემბერს).

აღსანიშნავია, რომ სენეგალი ისტორიაში მესამედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე და მეორედ გახსნით მატჩში მიიღებს მონაწილეობას. პირველად ეს 2002 წელს მოხდა, როცა მსოფლიოსა და ევროპის იმხანად მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი დაამარცხა (1:0).

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება და ეს იქნება პირველი მუნდიალი ისტორიაში, რომელიც ზაფხულში არ გაიმართება.

0.11464