ფეხბურთი

10:15 | 2.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა, წაგებას არ ვიმსახურებდით"

„ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ „ჰადერსფილდთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და წაგებას არ იმსახურებდა.

„ვფიქრობ, თამაშიდან გამომდინარე მეტი დავიმსახურეთ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ბოლომდე თამაშში დავრჩით, კმაყოფილი ვარ ბიჭებით და ვუთხარი, რომ კარგად ითამაშეთ. ყველამ ვიცით, რომ 10 კაცით დომინირება ადვილი არ არის. ტაიმის დასრულებამდე 20 წამით ადრე გაგვიძევეს ფეხბურთელი, ეს მარტივი არაა, წაგებას არ ვიმსახურებდით. გაძევებაზე არ ვიწუწუნებ, მაგრამ ამ ლიგაში ფეხბურთელებს მარტივად აძევებენ. ეს უბრალოდ ბრძოლა იყო, რომლის მსგავსი ძალიან ბევრია და თამაში გრძელდება“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, „ჰალისთვის“ ეს იყო ზედიზედ მე-6 წაგება საკუთარ მოედანზე. არველაძის გუნდში ყოფნის პერიოდში გუნდმა შინ მხოლოდ ერთხელ მოიგო, შოთას სადებიუტო თამაშში „სუონსი სიტისთან“ (2:0), მაგრამ მას მერე შინ ქულა არ მოუპოვებია, სამაგიეროდ, სტუმრად 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (2 მოგება, 3 ფრე). მთლიანობაში ქართველი სპეციალისტის გუნდში ყოფნის პერიოდში „ვეფხვების“ შედეგები ასეთია: 3 მოგება, 3 ფრე, 7 წაგება. "ჰალმა" საკუთარ კედლებში ზედიზედ 6 თამაში 1992 წლის შემდეგ პირველად წააგო.

„ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში 41 ქულით მეოცე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 აპრილს, სტუმრად „მიდლსბროს“ დაუპირისპირდება.

0.114972