ავტოსპორტი

23:00 | 1.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელი ავსტრალიაში ასპარეზობას შეძლებს

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ახალ სეზონს ავსტრალიის დიდი პრიზით დაიწყებს. ის კორონავირუსისგან განიკურნა და რბოლებში მონაწილეობისთვის მზადაა.

სეზონის პირველ ორ რბოლაში - ბაჰრეინის და საუდის არაბეთის დიდ პრიზებზე, ფეტელი მისმა თანამემამულემ, ნიკო ჰულკენბერგმა შეცვალა, ვინც კანადელ თანაგუნდელ ლანს სტროლის მსგავსად, ქულის აღება ვერ შეძლო.

ორი რბოლის შემდეგ, „ასტონ მარტინთან“ ერთად, უქულოდ მხოლოდ „უილიამსია“ ორივე გუნდი „მერსედესის“ ძრავებს იყენებს. უფრო მეტიც, კონსტრუქტორთა ჩემპიონატში, ბოლო სამი ადგილი „მერსედესის“ ძრავებით მოასპარეზე გუნდებს უკავიათ. მათ შორის მესამე „მაკლარენია“. თავად „მერსედესს“ კი ჯერჯერობით მეორე ადგილი უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126727