კიევის „დინამო“ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, რომლის მიზანი უკრაინის დახმარება იქნება.
„მატჩები მშვიდობისთვის, შევაჩეროთ ომი“, - ნათქვამია უკრაინული გუნდის განცხადებაში და ამხანაგური მატჩებიდან შესული ფინანსური რესურსი ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინას მოხმარდება.
კიევის „დინამოს“ სპარინგ პარტნიორები „დორტმუნდი“, ბუქარესტის „სტიაუა“, „პარი სენ ჟერმენი“, ვარშავის „ლეგია“, „ბარსელონა“, „მილანი“, „ბენფიკა“, „აიაქსი“, ლისაბონის „სპორტინგი“ და „ბაზელი“ იქნებიან.