ძიუდო

17:04 | 1.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუხუმ ჩხვიმიანი ანტალიის გრანდ სლემის ფინალშია

დღეს სტარტი აიღო ანტალიის გრანდ სლემმა, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ერთი ფინალშია (ლუხუმ ჩხვიმიანი), ხოლო ერთიც ბრინჯაოსთვის იბრძვის (ჯაბა პაპინაშვილი).

60 კგ წონით კატეგორიაში პაპინაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი ავსტრიელი დანიელ ლოიტგები დაამარცხა, რასაც ესპანელ ხაუმე ბერნაბეუ რიკოსთან გამარჯვება მოჰყვა, ხოლო მეოთხედფინალში პორტუგალიელ როდრიგო კოშტა ლოპესსაც აჯობა. ჯაბა ნახევარფინალში ტაიპეის წარმომადგენელ იუნგ ვეი იანგს შეხვდა, მაგრამ მარცხი განიცადა და ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ დილშოდბეკ ბარატოვს დაუპირისპირდება.

ამავე წონაში ფინალშია ლუხუმ ჩხვიმიანი, რომელმაც სლოვაკი დავიდ სტარკელი, ყაზახი ბაუირჟან ნარბაევი და ბერძენი სავა კარაკიზიდი დაამარცხა. ნახევარფინალში მისი მეტოქე ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი იყო, რომელმაც იპონით აჯობა და ფინალში პაპინაშვილის მძლეველ იუნგ ვეი იანგს შეხვდება.

დღესვე ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა იასპარეზა, მაგრამ უმედლოდ დარჩა. ეთერმა მერვედფინალში თურქი ნურ აიშე ტუნჩა დაამარცხა, მაგრამ მერე ბრაზილიელ ჯესიკა ლიმასთან თავად დამარცხდა და რეპეშაჟს მიღმა დარჩა.

2 აპრილს 73 კგ წონით კატეგორიაში ძალებს გიორგი ტერაშვილი მოსინჯავს, რომელიც პირველ წრეში ფილიპინელ კეისეი ნაკანოს შეხვდება, ხოლო 81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი შერაზადიშვილი უკრაინელ სერგეი კრივჩაჩს გაეჯიბრება.

0.119875