თამაშგარე

11:45 | 1.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

პუტინი დუელში ქალმა მოკრივემ გამოიწვია

ბოლო დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დუელში გამოწვევა ერთგვარ მოდად იქცა და ვისაც კი არ ეზარება, 69 წლის დიქტატორს დუელს სთავაზობს. პუტინის დუელში გამოწვევის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი ცნობილი ამერიკელი მილიარდელი ელონ მასკი იყო, რომელსაც მხარი სხვებმაც აუბეს.

ახლა ვლადიმერ ვლადიმერის ძეს რინგზე ბრძოლა ულამაზესმა ქალმა მოკრივემ ჟიზელ არიანმა შესთავაზა, რომელმაც განაცხადა, რომ საერთოდ არ ითვალისწინებს პუტინის ასაკს, რადგან ასაკოვანი ადამიანები პატივისცემას მხოლოდ მაშინ იმსახურებენ, როდესაც ამის ღირსნი პიროვნული თვისებების გამო არიან.

როგორც იცით, ბედის ირონიითა და მსოფლიოს სპორტული საზოგადოების სამარცხვინოდ, პუტინს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა ეჭირა. პუტინს ასევე ჩამოართვეს ტაეკვანდოში ბოძებული შავი ქამარი, რომელიც კაცმა არ იცის რა დამსახურებისა და მიღწევის გამო აიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11341