კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ეს იმის მიუხედავად, რომ ჯერ 3 მონაწილე ნაკრები ჯერაც გასარკვევია.
თავიდანვე ვთქვათ, რომ მუნდიალზე 32 ნაკრები ითამაშებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდნენ. ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გავლენ და ასპარეზობას პლეი-ოფის სისტემით მერვედფინალიდან გააგრძელებენ. სხვათა შორის, ეს არის ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ამ ფორმატით ჩატარდება, რადგან 2026 წლიდან პლანეტის ყველაზე პოპულარულ შეჯიბრში 48 ნაკრები ითამაშებს.
A ჯგუფი
კატარი
ეკვადორი
ნიდერლანდები
სენეგალი
B ჯგუფი
ინგლისი
ირანი
აშშ
უელსი/უკრაინა/შოტლანდია
C ჯგუფი
არგენტინა
საუდის არაბეთი
მექსიკა
პოლონეთი
D ჯგუფი
საფრანგეთი
პერუ/არაბთა გაერთიანებული საამიროები/ავსტრალია
დანია
ტუნისი
E ჯგუფი
ესპანეთი
კოსტა რიკა/ახალი ზელანდია
გერმანია
იაპონია
F ჯგუფი
ბელგია
კანადა
მაროკო
ხორვატია
G ჯგუფი
ბრაზილია
სერბეთი
შვეიცარია
კამერუნი
H ჯგუფი
პორტუგალია
განა
ურუგვაი
სამხრეთ კორეა
შეგახსენებთ, სამი მონაწილე ივნისში გაირკვევა. უელსის ნაკრები შოტლანდია-უკრაინის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება პლეი-ოფის ფინალში, კოსტა რიკა-ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, ხოლო პერუს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ავსტრალიას შორის ერთ-ერთიც მიიღებს მუნდიალის საგზურს. აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარე წლის 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.