1 აპრილს, ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში - 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში გამოვლინდებიან ფინალისტები.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე გავლენ: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). წინასწარი ეტაპის შეხვედრები საქართველოს დროით 13:30 საათზე დაიწყება, ხოლო ნახევარფინალები - 18:45 საათიდან.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა და საქართველოს მონაგარი 6 მედალი იყო - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.