ფეხბურთი

0:22 | 1.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი: "კვარაცხელია "რუბინში" არ დაბრუნდება და გამიხარდება თუ "ნაპოლიში" გადავა"

„დინამო ბათუმის“ სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა SerieANews.com-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, 21 წლის ქართველი „დინამო ბათუმს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ის ყაზანის „რუბინში“ არ დაბრუნდება.

„მისი აგენტი ჩემი ძველი მეგობარია. მითხრა, რომ იყო თუ არა მისი ბათუმში ჩამოყვანის შანსი და ძალიან გამიხარდა, მაშინვე ვუთხარი, რომ კი. ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, მომავალ ზაფხულს საინტერესო რამ მოხდება. მისი გადასაწყვეტია სად უნდა წავიდეს.

გვქონდა ფანტასტიკური შესაძლებლობა დაგვემატებინა და შანსის ხელიდან გაშვება არ შეგვეძლო. მან თავის ყოფილ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია. ის ჩვენთან, როგორც თავისუფალი აგენტი მოვიდა და „რუბინში“ არ დაბრუნდება. „ნაპოლიში“ გადასვლა სურს? ეს შეკითხვა მას და მის აგენტს უნდა დაუსვათ. მოხარული ვიქნები თუ ხვიჩა ისეთ პრესტიჟულ კლუბში მოხვდება, როგორიც „ნაპოლია“, მაგრამ მათთან ამ თემაზე არასდროს მილაპარაკია“, - თქვა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან“, რომლის რიგებში 2019 წლიდან 73 მატჩში 9 გოლი და 18 საგოლე პასი მიითვალა, კონტრაქტი შეაჩერა და მიმდინარე სეზონს „დინამო ბათუმში“ დაასრულებს. საქართველოს ნაკრებში 21 წლის ფეხბურთელს 13 თამაშში 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა აქვს მითვლილი.

0.114763