ფეხბურთი

19:20 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" რიუდიგერის ტრანსფერზე მუშაობს

კატალონიის „ბარსელონა“ ლონდონის „ჩელსის“ მცველის, ანტონიო რიუდიგერის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იტყობინება.

უფრო მეტიც, გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ „ბარსას“ წარმომადგენლებმა გერმანელი მცველის აგენტთან ბარსელონაში საიდუმლო შეხვედრა გამართეს, რომელიც 3 საათი გაგრძელებულა.

რიუდიგერს „ჩელსისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და „ბლაუგრანაც“ მის დამატებას სწორედ თავისუფალი აგენტის სტატუსით ცდილობს. რასაკვირველია, შეხვედრაზე ფეხბურთელის პირადი კონტრაქტი განიხილეს, მაგრამ დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ აქტიურად მუშაობს ამ კუთხით და უკვე გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში უფასოდ ფრანკ კესისა და ანდრეას კრისტენსენს დაიმატებს. შესაძლოა კოტ დივუარელ ნახევარმცველსა და დანიელ მცველს, გერმანელი ფეხბურთელიც შეუერთდეს, მაგრამ რიუდიგერს სხვა მსურველებიც ჰყავს.

ანტონიო რიუდიგერი „ჩელსიში“ 2017 წელს „რომადან“ გადავიდა და მას შემდეგ მან 191 შეხვედრაში თავი 10 გოლით გამოიჩინა.

0.119507